ქობულეთში მეგი გოგიტიძის კონცერტს პროტესტი მოჰყვა

ქობულეთში მეგი გოგიტიძის კონცერტს პროტესტი მოჰყვა

რუსეთში მოღვაწე მომღერლის, მეგი გოგიტიძის კონცერტს ქობულეთში პროტესტი მოჰყვა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისულებმა კონცერტის მსვლელობისას ბანერები გაშალეს.

გოგიტიძე რუსეთში სიმღერის გამო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, 2022 წლის 6 აგვისტოს, როცა აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე მოსკოვში იმღერა.