ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
იგი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის თქმით, დაზიანებული აქვს ძვალი. ხოლო მდგომარეობის დამძიმების გამო, საჭირო გახდა მისი ბათუმის კლინიკაში გადაყვანა.
ცნობილია, რომ შემთხვევის მიზეზი ნათესავებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება გახდა.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი დაკავებულია.