ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ჩავარდა

ქნესეთში ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ჩავარდა

ქნესეთში [ისრაელის პარლამენტში] პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ჩავარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საკითხს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უნდობლობის გამოცხადებისთვის კი 120 ხმიდან უმრავლესობის მოპოვება იყო საჭირო.

ნეთანიაჰუსთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ შუამდგომლობა ისრაელის ლეიბორისტულმა პარტიამ წარადგინა. მათ მიზეზად ის დაასახელეს, რომ მთავრობამ ღაზიდან მძევლების სრულად დაბრუნება ვერ შეძლო.