ხვალ, პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტების მდუმარე აქცია გაიმართება

ხვალ, პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტების მდუმარე აქცია გაიმართება

ხვალ, პარლამენტთან უკრაინელი აქტივისტების მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ოდესაზე, რუსი ოკუპანტების თავდასხმის გამო დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

აქცია პარლამენტთან 19:30 საათზე არის დაანონსებული.

"2 მარტს, ტერორისტულმა აქტმა წაგვართვა 5 მცირეწლოვანი. ტიმოფეი სულ რაღაც 4 თვის იყო. ლიგა 7-ს, მარკი 3 წლის, ზლატა 8 წლის იყო, ხოლო სერგეი, რომლის ცხედარიც ლოგინში, საბნის ქვეშ იპოვეს, 9 წლის იყო. ჩვენ ვერასდროს გავიგებთ არც იმ 523 ბავშვის ბედს, რომლებსაც სიცოცხლე რუსეთმა წაართვა, როცა უკრაინას რაკეტებით თავს ესხმოდა.

ომმა ეს ბავშვი იმ ადგილას იპოვა, სადაც ისინი ყველაზე უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყვნენ, ეყურებინათ მულტფილმებისთვის, ენერვიულათ რა იქნება სკოლაში ან ბაღში და მშვიდად ეძინათ - სახლში. სანამ მთელი მსოფლიო შეწუხებულია ციხეში ერთი კაცის სიკვდილით და ათასობით რუსი მისტირის მას, ვინც ვერ იტანდა უკრაინასა და საქართველოს, ჩვენი გულები კვდება იმის გაგებით, რომ კიდევ ვიღაც აღარ გაიზრდება. მოდით, თუ ბავშვების დაკარგვა არის ის, რაზეც თვალებს ვერ დახუჭავთ და რასაც არ შეეგუებით", - წერია აქტივისტების განცხადებაში.

***

2 მარტს ღამით, რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.