9 აგვისტო არის დღე, როდესაც 15 წლის წინ გიორგი ანწუხელიძე ტყვედ ჩავარდა. გმირულად დაღუპული ჯარისკაცის სახელი კიდევ ერთ საქმეს დაუკავშირდა. სოფელ ხურვალეთში გიორგი ანწუხელიძის სახელობის საკვირაო სკოლა იხსნება. იდეა რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილს ეკუთვნის.