ხოშტარია: ვუერთდებით გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში

ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ ასევე მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმების და დევნის. სწორედ რუსეთის დავალებით რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 6 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

თქვა დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. 27 მაისს 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.