კონსტანტინე ზარნაძე, სუს-ის და ქურდების უკან ამოფარებულო კრიმინალო! ჯერ შუშანამ ისე დაგაშინა მონის და აგენტის ძახილით რომ სახე დაკარგე. ახლა 40 კაცით მიუვარდი ბიჭებს და მერე გაქუსლე, ხო? კრიმინალების და რუსების ხელისუფლება ხართ და პასუხს აგებთ! არ აგარევინებთ ბიძინას და ფარცხალაძის მონებო, კარგად დაიმახსოვრეთ.
წერს ფეისბუქზე დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძე თავდასხმას საკრებულოში ქართული ოცნების წევრს, კონსტანტინე ზარნაძეს უკავშირებს, რომელსაც მანამდე სხდომაზე დაუპირისპირდა.