მიუსაფარ ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. გარდა ამისა, ძაღლს კიდევ 12 ადამიანთან ჰქონდა შეხება.
ხონის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდება.
"ვემზადებით დოკუმენტის მისაღებად, ფორმალური მხარე უკვე გადალახულია. ჩართულია ყველა უწყება, ვისაც ეხება კარანტინის ღონისძიებების გატარება"- აცხადებს ხონის მერი.
ბოლო პერიოდში ცოფი დადასტურდა მარტვილში, ქუთაისში, კარანტინი გამოცხადებული იყო ამბროლაურში.