ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ჯერ მანქანას შეეჯახა, შემდეგ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანია დაშავებული, მათი ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილს კი დახმარება ადგილზე უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.