დაპირისპირება საოლქო კომისიაში, რასაც შემდგომ ფიზიკური ზეწოლა მოჰყვა. ხობის საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს ძალადობაში ადანაშაულებს. მიმართა პოლიციასაც. კონფლიქტი შემაჯამებელი ოქმის შედგენისას დაიწყო, რის შემდეგაც ქალს ჩამოართვეს მობილური. ამასთან ინციდენტი უნდა გადაეღო დამონტაჟებულ კამერასაც, უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ადგილზე.