აქცია, ხმაური და პოლიციის მობილიზაცია ამ წუთებში ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქში. დღეს ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომებია დანიშნული, იწურება შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ვადა.
სხდომა პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს იმ შენობასთან, სადაც საბურთალოს და ვაკის საოლქო კომისიებია განთავსებული. ცნობისთვის, საბურთალოს საოლქო კომისია ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ დარღვევების შემდეგ, რაც არჩევნების დროს გამოვლინდა, შემაჯამებელ ოქმს ხელს ვერ მოაწერს.