ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სხვის სახლში მოხდა, სადაც მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.