
ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, რომელმაც საპატიმრო დატოვა, ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეიცვლება.
"არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძლიერ საქართველოს მიღებული აქვს", - თქვა მან.
მისი განცხადებით, ციხიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება მოხდეს.
"ეს არის ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე "დანაშაულით" იხდიან სასჯელს. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით, გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი ნიაღვრის და პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ის რაც დღეს გააკეთა დღეს ე.წ. პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსესი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა.
მე პირდაპირ გეუბნებით, თუ უახლოეს დღეებში ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ლუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას პირადი ინტერესისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებიდან", - თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძე და ჯაფარიძე მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს შეიწყალა.