ეს არჩევნები არ იქნება აღიარებული, პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგება გამარჯვების გზას.... კობახიძე დაემუქროს იმას, ვისთანაც გასვლია. ეს არის კურდღელი კაცი, ამიტომ კურდღლებისგან დამუქრება არანაირად არ შეიძლება სერიოზულად იქნას განხილული. ეს არის პირდაპირ ვიტყვი - ქვეყნის მოღალატე პრემიერი, რომელიც თალიბანთან დგას და დგას ჰამასთან, ეს არის ცივილიზაციის მტერი ორგანიზაციები და მათ პანაშვიდებზე დადის. გააგრძელოს ამ პანაშვიდებზე სიარული, ჩვენ გავაგრძელებთ ევროპისკენ გზას.
განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.
*პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიცური პარტიების გაუქმებით ისევ იმუქრება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღონ.