პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ შევთანხმდით - ვიყავით 4 კოალიციის წარმომადგენლები, რომ ხვალ 17:00 საათზე შევიკრიბებით და საფუძველს ჩავუყრით მუდმივმოქმედ საბჭოს, 4 კოალიციის, რომელიც იმუშავებს ორგანიზებულად იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც არის დღეს, დღის წესრიგში - ეს არის: ახალი არჩევნების მიღწევა, ეს არის ორგანიზებული მართვა, იმ პროტესტის, რომელიც დღეს მთელ საქართველოში მიმდინარეობს და სასწრაფოდ ევროკავშირთან იმ კავშირების აღდგენა, რომ ქართველი ხალხის ხმა ისმოდეს ლეგიტიმურად. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს - უამრავი საკითხია.
განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.