ხაშურში 3 კაცი დაჭრეს

ხაშურში 3 კაცი დაჭრეს

ხაშურში, სოფელ საჯვარეში 3 კაცი დაჭრეს. ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.

ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირება ე.წ. ფანჩატურში დაიწყო, იყო გასროლის ხმაც.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.