ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში კაცი მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში კაცი მოკლეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 24 აპრილს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა.

ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.