ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

ხაშური-ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ94 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბერს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება.