ხარება: ხაბეიშვილს უარესი ელის

ხარება: ხაბეიშვილს უარესი ელის

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება ამბობს, რომ აქციის მონაწილეეიბ თვითონ ცემენ საკუთარ თავს. ამასთან, ის ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს "უარესით" ემუქრება.

"ყველა ცემს თავის თავს, არავინ არ ცემს, კარგი რა... ხაბეიშვილს უარესი [ელოდება]", - ამბობს ხარება მთავარ არხთან.

მანამდე, TV პირველმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ხარება ამბობს, რომ ის "არაკაცებს" სცემს.

ზვიად ხარაზიშვილიი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია. სწორედ ის ფიგურირებს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე მოქალაქეების ცემასა და ძალადობაში.