თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაცობრიობის მეგობრები და ის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ლონდონში განაცხადა, სადაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის დახმარების გზებს განიხილავენ. შეხვედრას 40 ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ესწრება.
17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.