"ხალხის ძალის" წევრი: ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ქართლის დედას ვარდებით ამკობენ

ყოველ დილით ჩინელი ტურისტები ვარდებით ამკობენ ქართლის დედას. ამის შემსწრე თავად ვარ. როგორც გავარკვიე, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ იქიდან გამომდინარე, რომ იციან საქართველოს შესახებ, პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.

გარდა ამისა, თურმე, ჩინეთის ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის ჩინეთში, საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, სადაც საქართველოზე საუბარს ჩვენი უდიდესი ისტორიით იწყებენ. მადლობას ვუხდით ჩინელ ტურისტებს და მათ ქვეყანას ასეთი დაფასებისთვის.

მსგავსი ფაქტი მე არ მახსოვს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ურთიერთობების დასაწყისშივე შენს ყველაზე დიდ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს. ხანგრძლივი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა გარდაუვალია.

წერს ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამოყოფილი "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით.