მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის კლინიკა ვივამედის განცხადება "აბსოლუტურად მოულოდნელი იყო" და რომ "თუ რამე შემოთავაზებაა მკურნალობის ის ყველაფერზე თანხმდება."
"ეს განცხადება [ვივამედის] მისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის] აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, გაუგებარი იყო, მითუმეტეს თქვა, რომ არაფერ პროცედურებზე ის უარს არ აცხადებს, თუ რამე შემოთავაზებაა მკურნალობის ის ყველაფერზე თანხმდება. მე მოვითხოვე კიდევ დამატებით ავადმყოფობის ისტორია, მაგრამ ადვოკატებს ადმინისტრაციაში აღარ გვიშვებენ. უფრო მეტიც, 2 კვირის წინ მოთხოვნილი ავადმყოფობის ისტორიის გაცემაზე უარს აცხადებს დავარაშვილი. სააკაშვილმა თქვა, რომ თუ გლდანის მეთვრამეტე დაწესებულებაში გადაიყვანენ იქ მოხდა მისი წამება და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, თუ ციხეში გადაიყვანენ იქ უარესი იყო კიდე. აქვს მოლოდინი და თქვა, რომ არაფერი არ არის გამორიცხული ამათგანო, მიუხედავად იმისა, რომ მომაკვდავ მდგომარეობაში ვარო. ექთანს ვესაუბრე, თვითონ ისინიც გაკვირვებულები არიან, როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანის სადმე გადაყვანა."- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
* * *
კლინიკა ვივამედი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "სავარაუდოდ, იძულებულები" ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.