ხაბეიშვილი სტატუსზე: ყველას კარგად ესმის, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა

ხაბეიშვილი სტატუსზე: ყველას კარგად ესმის, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"ყველას კარგად ესმის და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას ღიად, საჯაროდ საუბრობენ, რომ ეს [სტატუსის მიღება] ქართველი ხალხის დამსაუხურებაა.

მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად, დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს და ეს არის ქართველი ხალხი", - თქვა ხაბეიშვილმა.

14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.