ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (ებს), დამკვეთებს - ყველაფერი ამას ადასტურებს!
საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია... ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე! სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი.
წერს Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
დღეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.