რუსულ პარტიას საქართველოში, მატყუარების პარტია, როგორც ყოველთვის, ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე როგორც მათ ეს სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. ამიტომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობას შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ. სხვა რამეზე სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. [...] რასაც ასაღებს რუსული პარტია, რომ თითქოს რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყოს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს, ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეეძლება, რომ დარწმუნდეს, ცხადია ეს ვერ დაიმალება, არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება. [...] მე შევახსენებ რუსულ ოცნებას, რომ არსებობს უკვე ხელმოწერილი და დასაბუთებული დოკუმენტაციები და რეზოლუციები ევროპიდან და მაგალითად, ეს არის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას პრეზიდენტ სააკაშვილზე.
განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.