ჩვენ ვუყურებთ როგორ სცემენ და როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ახალგაზრდა თაობას, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდა თაობას, პოლიტიკურ ოპონენტებს... მართლა ძალიან მძიმეა ამის ყურება და უნდა გვესმოდეს, ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი დაუთესია ამ 12 წლის განმავლობაში, ეს ხომ კარგად იცის ხელისუფლების ჯერ კიდევ მომხრეებმა.
უხარიათ მათ, რომ შუა ღამის 12 საათზე ოჯახებში უვარდებიან ადამიანებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს, ახალგაზრდა ბაიკერებს? იმ გოგოს ხმა ყურიდან არ ამომდის ახლაც. ძალიან მძიმეა. ადამიანი მხდალი და ლაჩარი როცაა, შიშზე აგებს პოლიტიკას. ჰგონია [ბიძინა ივანიშვილს], რომ ამით შეაშინებენ საზოგადოებას.
[...] ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მშიშარა და მხდალი [...] მე არ მაქვს წარმოდგება, რომ ეს ქართველ ხალხს რამენაირად შეაშინებს.
თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ. დღეს თავს დაეხნენ გია ჯაფარიძეს. ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს.