ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა იმ ადამიანების ვინაობები, რომლებიც კასპში ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, მას და პარტიის წევრებსა ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"მე მინდა საზოგადოებას მედიების საშუალებით მინდა ჩამოვუთვალო ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ კასპში მობილიზებულები, სადაც პენსიონერებთან ვმართავდით შეხვედრას.
ზურა ჩიტიშვილი- საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში
ბადრი ჯანიაშვილი- საკრებულოს დეპუტატი [ ქართული ოცნებიდან] კასპში
ალექსანდრე ბიძინაშვილი- კასპის საკრებულოს წევრი
მარეხი ყამბეგაშვილი- სპეციალისტი მერიაში
ილია ნონიაშვილი - მერიაში სპეციალისტი კასპში
გიული ყოჩიშვილი- კულტურის სახლის სპეციალისტი
დავით ალექსიძე- აიპის თანამშრომელი კასპში
უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ კასპის საკრებულო არ ეყოთ ამიტომ, დამხმარე ჰყავდათ გამოძახებული
შორენა გორგილაძე- გორის მერია
მაია შკუბულიანი- გორის კულტურის აიპი
დათო ნადირაშვილი- ქარელის აიპი
ზაზა კოპაძე- ქარელის აიპის თანამშრომელი
მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ, გურამ ყანტორელაშვილი, ცნობილი სუს-ის ნასეტკა, რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა თავის დროზე გაბუნიას."- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
* * *
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის ქართული ოცნების მომხრეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ოცნების მხარდამჭერები ითხოვდნენ ლევან ხაბეიშვილის შენობიდან გამოსვლას, აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგრესიით გამოირჩეოდნენ.
პარტიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული ქართული ოცნების მხარდამჭერები.
"ნაწილი აიპებიდან არიან და ნაწილი უბრალოდ მხარდამჭერები. ალყაში ვყავართ მოქცეული. გამოვიძახეთ პოლიცია, თუმცა ადგილზე მოვიდა მხოლოდ 2 ადამიანი და რეაგირება არ აქვთ", - ამბობს ენმ-ის წარმომადგენელი.
ფაქტს თავად ლევან ხაბეიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები მას ყველა რეგიონში დაჰყვებიან და მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.