ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ქეშალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ბაზილარ მახმუდოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულმა პროცესზე თქვა, რომ მოკლულმა მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა, დანა გამოეყენებინა. მისი მტკიცებით, მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის ნაცვლად, აუცილებელი მოგიერიების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში 11 ნოემბერს მოხდა. ვალის გამო დაწყებული დაპირისპირების დროს 33 წლის ბაზილარ მახმუდოვმა ცივი იარაღით 29 წლის ჯავიდან მამედოვი მოკლა.