ქედაში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედაში შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ქედის მუნიციპალიტეტში 35 წლის შშმ პირის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში სტუმრად მყოფმა კაცმა მეზობელ ქალზე იძალადა.

დამატებითი დეტალები უცნობია.