ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცნობით, დვანში, ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა.
ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
"ვბრუნდებით სოფელ დვანიდან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში. აღნიშნული საგუშაგოების მოწყობა მოხდა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში.
რუსეთი არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ "რუსული ოცნება" მონურად უსრულებს კრემლს ნებისმიერ დაკვეთას. რაო, როგორ არის ომს რომ მშვიდობით იგებს ოცნება?", - წერს ქაცარავა.