დაახლოებით ნახევარი საათი, 40 წუთის განმავლობაში 4-ჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით სპეცრაზმელებმა. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ, რომელზეც კასტეტის მაგვარი გამონაზარდები არის. ასეთი დარტყმებით ხდებოდა ჩემი ეგზეკუცია. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს - მათი კერძო ინიციატივა არ იყო. ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება თვითონ ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ჩამტვრეულია ასევე ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს ე.წ. პლასტინა.
განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ, რომელიც გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა.