ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. განცხადებაში, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ პოეტი მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის დააკავეს მაშინ, როცა ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.
გენრი დოლიძე, რომელიც ბათუმში პარტია დროას ორგანიზაციის თავმჯდომარეა ამბობს, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, "დააწვინეს ქვაფენილით, შედგნენ ფეხებით", რა დროსაც, მისივე თქმით, ადგილზე მივიდა ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ამოიცნო გენრი დოლიძე და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში, "დედა შეაგინა და თვალის არეში წიხლი მოარტყა".
"პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც.
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში.
ხელმომწერები: