ქართული ოცნების წინასაარჩევნო სტრატეგიის მიმართულება გამოიკვეთა, ივანიშვილი ისევ აგრესიულ გზას ირჩევს. ამაზე მიუთითებს მოშე კლუგჰაფტის დაქირავება, რომელიც საქართველოში ყველაზე ბინძური კამპანიის წარმმართველი იყო. მისი მთავარი ხელწერა ოპონენტების გაშავებაა. ნეგატიური და აგრესიული კამპანია მან არაერთ ქვეყანაში გამოიყენა. ტექნოლოგი საქართველოში 2018 წელს გაიცნეს, როდესაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია წარმართა. დღეს ქართულ ოცნებაში გამოაცხადეს, რომ ქუჩებში შესაძლოა ე.წ. სისხლიანი ბანერების კამპანია დაბრუნდეს.