ივანიშვილის ახალი პრემიერი კობახიძეა, ღარიბაშვილი კი ყრილობაზე ოცნების თავმჯდომარედ დანიშნეს. თავად გადამდგარი პრემიერიცა და ოლიგარქიც დღეს მედიას არწმუნებდნენ, რომ წასვლა ღარიბაშვილის არჩევანი იყო. ტრიბუნასთან დღეს არ ასულა გადაწყვეტილებების რეალური მიმღები ივანიშვილი. სიტყვით გამოსვლისას არცერთ ირაკლის ოლიგარქის მიმართ მადლობის თქმა არ დავიწყებია. გამოიკვეთა ოცნების საარჩევნო მიზანიც. კონსტიტუციის ბოლო რედაქციის ავტორ კობახიძეს, არჩევნების საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგება უნდა.