ქარელის მახლობლად, სოფელ რუისში მიკროავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა 4 ადამიანი.
როგორც ცნობილია, დაღუპული მიკროავტობუსის მძღოლია, ხოლო დაშავებულები - მგზავრები.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.