
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი. ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.
სხვა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ღამის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა ქალაქზე მიიტანეს იერიში.