ქადაგიშვილი: ჩარტერული რეისი თითქოს რაღაც განსაკუთრებული რამ არის

ადამიანმა შვებულების დროს თავისი გადახდილი თანხით იმგზავრა ევროპაში თვითმფრინავით, მერე ევროპიდან კომერციული რეისით იმგზავრა აშშ-ში. შვებულების დროს ადამიანმა, მოქალაქემ, ამ შემთხვევაში, ის უკვე აღარ არის პირდაპირი გაგებით ვამბობ პრემიერი, შვებულებაშია, თავისი თანხებით იმგზავრა თავის ოჯახთან ერთად. აქ თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ ვიცი, ვიღაცამ შესაბამისი მუხლები მოიყვანოს. ჩარტერული რეისი თითქოს რაღაც ისეთი განსაკუთრებული რამ არის. ივსება დეკლარაცია და იმ დეკლარაციაში ჩანს, პრემიერმინისტრის ყველა შემოსავალიც და ყველა გასავალიც.

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.