როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას ანულებს, ხოლო შენ რუსულ საწვავზე და გაზპრომზე კიდებ ქვეყანას; როდესაც თავისუფალი სამყარო ვაჭრობას ამცირებს, შენ კი პირველ სავაჭრო პარტნიორად ხდი; როდესაც თავისუფალი სამყარო სანქციებს უწესებს, შენ კი ხელის მოთმობას ცდილობ; როდესაც თავისუფალი სამყარო საჰაერო მიმოსვლას აჩერებს, შენ კი ხსნი; როდესაც თავისუფალი სამყარო ვიზებს უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, შენ კი პირიქით ყველაზე ლიბერალური რეჟიმი გაქვს;
როგორი ფეიკებიც არ უნდა ავრცელო, რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო სახელის გარეცხვაში, კოლაბორაციონისტი ხელისუფალი ხარ და დაასრულებ ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს ყველა მტერთან მოთანამშრომლე - ისტორიულ და საშვილიშვილო სირცხვილში
ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე და ასე ეხმაურება ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებას სავიჟო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე.