კვლევა: მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი საქართველოზე რუსეთის გავლენას გააძლიერებს

კვლევა: მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი საქართველოზე რუსეთის გავლენას გააძლიერებს

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, [რუსული] კანონი უფრო სავარაუდოა რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, ხოლო 31%-ს აზრით დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან.

ამავე კითხვაზე პასუხი ასაკობრივ ჭრილში ასე არის განაწილებული:

***

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.