Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფასების მატება ხელისუფლების ბრალია.
კითხვაზე, "რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით: ფასების მატება ხელისუფლების ბრალია", პასუხები ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.