Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56%-ის თქმით, ოპოზიციური პარტიების გამარჯვება 2024 წლის არჩევნებში, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია.
კითხვაზე, "თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო შედეგი საქართველოსთვის?", - პასუხები ასე განაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ელი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.