Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის, მოსახლეობის 25% მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით სრულიად შესაძლებელია, ხოლო 40% ფიქრობს, რომ ეს "ნაწილობრივ შესაძლებელია".
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, უახლოეს მომავალში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, პასუხები ასე გადანაწილდა:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.