კვების პრობლემების მოგვარების მოთხოვნა სკოლაში

კვების პრობლემების მოგვარების მოთხოვნა სკოლაში

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სკოლებში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვების კვება. განათლების სამინისტრო თვეებია, ფიქრობს უფასო კვების პროგრამაზე, რომელიც საქართველოში ერთადერთ მუნიციპალიტეტში მუშაობს. უკვე 10 ათასი მოქალაქე უერთდება პეტიციას, რომლითაც სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვენ.