კვარაცხელია: რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო

ჩემთვის ეს ანგარიში არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის - ევროპაზეც დავამტკიცეთ. დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იმიტომ რომ B ჯგუფში არ არის ხელწამოსაკრავი არც ერთი გუნდი და ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ს მოგება, ჩემი აზრით ძალიან დადებითია, მაგრამ რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო. ვილი სანიოლიმ მოგვცა ტაქტიკური დავალებები, რომელიც ჩვენ შევასრულეთ. ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ და 1 გოლით შევედით. დადებითად ვაფასებ მთლიან თამაშს. ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყველა თამაშზე მოსაგებად დავდივართ და შევეცდებით, რომ მოვიგოთ ალბანეთთანაც.

განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ.