რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში, რკინიგზის სადგურზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი აცხადებს, დრონის შეჯახების შედეგად რკინიგზის სადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა.
რუსული მხარე მომხდარში კვლავ უკრაინას ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
"უკრაინული დრონით თავდასხმა კურსკში. წინასწარი ინფორმაციით, დრონი რკინიგზის სადგურის შენობის სახურავს დაეჯახა, რის შედეგადაც სახურავზე ხანძარი გაჩნდა. 5 ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - ამბობს კურსკის ოლქის გუბერნატორი.