ორდღიანი პატიმრობის შემდეგ "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე დაკავებული კუპრაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა. საქალაქო სასამართლოში აქციების დროს 15-მდე დაკავებულის საქმეს იხილავენ, რადგან 48 საათიანი პატიმრობის ვადა იწურება.
"ეს იყო სასტიკი დარბევა, რა დროსაც ადამიანის მიშველების მიზნით, რა დროსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, სრულიად უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა, ეს იყო სასტიკი დანაშაული, რომელმაც სახელმწიფომ ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა", - განაცხადა კუპრაძემ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.