NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დანიშნეს

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დანიშნეს

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.

სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა", - წერია განცხადებაში.