უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, ომის გაჭიანურება კი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებშია.
"მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა. ჩვენ არ გვინდა გაჭიანურებული ომი - ეს პუტინს სურს.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჩამოყალიბებულია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ ათპუნქტიან მშვიდობის ფორმულაში. სწორედ უკრაინა იხდის ყველაზე ყველაზე დიდ ფასს ამ ომისთვის", - ამბობს კულება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.