უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, სანამ რუსეთი უკრაინას არ დატოვებს, მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს.
"რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს, სანამ ეს არ მოხდება, სანამ ის [რუსეთი] ამის გასაკეთებლად მზად არ იქნება, აზრი არ აქვს რაიმე მოლაპარაკების წარმოებას", - ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკებები არ გაიმართება.
მედიის ცნობით, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა.