უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევა.
მედიის ინფორმაციით, დღეს კულება გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ხვალ კი გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
ამასთან, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობასთან.